ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით სონღულაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?

დავით სონღულაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებობს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.
შეხვედრაზე მხარეებმა დარგობრივი განათლების და მეღვინეობის მიმართულებით ცოდნის გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვის მიმართულებით გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას.
იტალიის ელჩის განცხადებით, არსებობს სრული მზადყოფნა მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.