დავით სონღულაშვილი – მინისტრის ამპლუაში აქტიურად ვითანამშრომლებ როგორც კერძო სექტორთან, ასევე, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რადგან დასახული მიზნები შევასრულოთ

დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის – ეს უდიდესი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დასახული მიზნების შესასრულებლად, მინისტრის ამპლუაში აქტიურად ითანამშრომლებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.
„დიდი მადლობა ბატონი პრემიერო, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია და აგრეთვე, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას. გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენ გვეთანამშრომლა პარლამენტიდან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. პარლამენტში ყოფნის დროს მქონდა შესაძლებლობა, ჩვენ გუნდთან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განგვეხორციელებინა, რამაც თავისთავად, ცხადია, წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში და ეკონომიკურ წინსვლაში. მინისტრის პორტფელით გავაგრძელებთ იმ დაწყებულ რეფორმებს და აგრეთვე დავიწყებთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც აუცილებელია გაცხადებული მიზნების მისაღწევად. მინისტრის ამპლუაში, რა თქმა უნდა, აქტიურად ვითანამშრომლებ როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რადგან დასახული მიზნები შევასრულოთ. წარმატებები მინდა ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ,“ – განაცხადა სონღულაშვილმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”