ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით სონღულაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, ამირ ოხანას შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავით სონღულაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, ამირ ოხანას შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იერუსალიმში ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, ამირ ოხანას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და რეგიონული სტაბილურობის საკითხები.
დავით სონღულაშვილმა ამირ ოხანას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის მიღებისთვის, მიულოცა ქნესეთის თავმჯდომარედ არჩევა და ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე და ამ პროცესში ქნესეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
შეხვედრის დასასრულს, დავით სონღულაშვილმა ამირ ოხანა საქართველოში მოიწვია.
შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ზაზა კანდელაკი და საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.