ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს ლევან ჯღარკავასთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტრმა რეგიონული სამმართველოს ოფისი დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისგან რეგიონში არსებული ვითარების, გამოწვევებისა და სამმართველოს საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა უკანონო ტყითსარგებლობა და ბრაკონიერობა. სამართალდარღვევების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სამოქმედო ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ, ამავდროულად, სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.
აღინიშნა, რომ გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და მისი თითოეული რეგიონული სამმართველოს გაძლიერების უწყვეტი პროცესი უმნიშვნელოვანესია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.