ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით ნარმანია: ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე

"მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის, ძაბვის საფეხურების მიხედვით — 4-დან 6 თეთრამდე.ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე. გარდა ამისა, გათვალისწინებულ იქნა ინვესტიციების მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა, იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს. ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა — უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები, აქედან გამომდინარე მოსახლეობა იქნებოდა უფრო მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის წყვეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი. სწორედ ამიტომაც, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება".

არქივის შესახებპირველწყარო: on.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.