დავით ნარმანიამ სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებისათვის, სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების მნიშვნელობაზე, სატარიფო პოლიტიკასა და განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაზე. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებზე, საერთაშორისო პროექტებზე, ასევე ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის აუცილებლობაზე, უპასუხა სტუდენტების კითხვებს.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე აფრიაშვილმა, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს გააცნო სემეკში დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი ბადურაშვილი: ქალ­ზე ხე­ლის აღ­მარ­თვა, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტია. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ამ ქა­ლებ­მა მო­ახ­დი­ნეს პრო­ვო­კა­ცია – ჩა­უ­შა­ლეს ადა­მი­ანს ქორ­წი­ლი, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ნეფე-პა­ტარ­ძალს