ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის №5 და ფოთში, აფხაზეთის №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა

დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის №5 და ფოთში, აფხაზეთის №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის №5 და ფოთში, აფხაზეთის №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და სკოლების საჭიროებებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლაბორატორიების განვითარების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს.
დავით მორგოშიამ პედაგოგებს არსებული მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.