დავით მორგოშია სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ახლად დანიშნულ სამხატვრო ხელმძღვანელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის პირველ მოადგილე ბეჟან ნემსაძესთან ერთად, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ახლად დანიშნულ სამხატვრო ხელმძღვანელს ეკატერინე შარიქაძეს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეკატერინე შარიქაძე სპეციალობით დრამისა და კინოს მსახიობი და დრამის რეჟისორია.
„დღემდე მუშაობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობად და რეჟისორად. ამავე თეატრში განსახიერებული აქვს მრავალი როლი და დადგმული აქვს რამდენიმე სპექტაკლი. არის პიესების და ინსცენირებების ავტორი.
მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, დრამატურგი ეკატერინე შარიქაძე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 4 წლის ვადით დაინიშნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)