ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით მათიკაშვილი Human Right Watch -ს დასკვნაზე: როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში

დავით მათიკაშვილი Human Right Watch -ს დასკვნაზე: როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში
როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Right Watch -ს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე საუბრისას.
„კარგად გვახსოვს დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის მიმართ რა ფრაზები იყო ამ ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, რეცენზიებში და რა ეწერა იქ, თურმე ქართული სამართალდამცავი სისტემა როგორ ეპყრობოდა სააკაშვილს, სასტიკად, აწამებდა და ა.შ.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, განულდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, თუმცა ამ ჭრილში ბოდიში ან რაღაც სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად Human Right Watch ატყუებდა მაშინ საზოგადოებას, არ გამოთქმულა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.