დავით მათიკაშვილი – ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართება და დავალებებს გარედან იღებს

ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართება და დავალებებს გარედან იღებს, – ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
მათიკაშვილის თქმით, „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის „წამოცდენა თუ გულახდილი ნათქვამი“ ადასტურებს, რომ „იქცევიან ისე, როგორც მათ ქცევის კონკრეტულ წესს ქვეყნის გარედან პატრონები შეუკვეთავენ“.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ზუსტი აღწერაა იმ მოვლენების, რაც ჩვენს რეალობაში ხდება, როცა გარედან შემოსული ინიციატივებით ხდება საკუთარი ქცევების ფორმირება, ხელმოწერა თუ ამაზე უარის თქმა.
არ შეიძლება, ქვეყანა აგენტურის მიერ, საზღვარგარეთიდან მიღებული ინსტრუქციებით იმართებოდეს. ქვეყანა უნდა იმართებოდეს მთავრობის მიერ და ეს ლეგიტიმაცია, რომელიც არჩევნებზე გაიცემა, ვერავის მხრიდან კითხვის ქვეშ ვერ დადგება, რადგან გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება იღებს და არავინ სხვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს