დავით მათიკაშვილი – საჭიროა, რომ რადიკალურმა ძალებმა, რომლებიც აქეზებენ მზია ამაღლობელს შიმშილობაზე, შეწყვიტონ ეს დესტრუქცია და ერთხელ და სამუდამოდ იყოს გასაგები ყველასთვის, რომ სახელმწიფოზე შანტაჟი ვერ მოხდება

ერთხელ და სამუდამოდ იყოს გასაგები ყველასთვის, რომ სახელმწიფოზე შანტაჟი ვერ მოხდება! – მზია ამაღლობელის, როგორც ბრმა იარაღად გამოყენება ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟისთვის, ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც 38-ე დღეა შიმშილობს, ურჩევს შეწყვიტოს შიმშილობა და საკუთარ ჯანმრთელობას, პირველ რიგში, თავად მიხედოს.
„საჭიროა, რომ რადიკალურმა ძალებმა, რომლებიც ხელს უწყობენ, ახალისებენ და აქეზებენ მზია ამაღლობელს შიმშილობაზე, შეწყვიტონ ეს დესტრუქცია და ერთხელ და სამუდამოდ იყოს გასაგები ყველასთვის, რომ სახელმწიფოზე შანტაჟი ვერ მოხდება. მზია ამაღლობელის, როგორც ბრმა იარაღად გამოყენება ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟისთვის, ვერ მოხდება. ქალბატონ მზიას ვურჩევთ, შეწყვიტოს შიმშილობა, ჩაჯდეს იმ პროცესის ფარგლებში, რასაც რეალურად ჰქვია გამოძიება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საკუთარ ჯანმრთელობას, პირველ რიგში, თვითონ მიხედოს. რაც შეეხება სახელმწიფოს, ის ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ როგორც მზია ამაღლობელის ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული,” – გამაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა