დავით მათიკაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებებზე – ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტი, სხვადასხვა დაჯგუფება, რომელთა გაერთიანებით, თუ განცალკევებით ჯამი არ იცვლება

ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ანასხლეტი, სხვადასხვა დაჯგუფება, რომელთა გაერთიანებით, თუ განცალკევებით, საბოლოო შედეგი, ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა “ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ასეთი კონფიგურაცია, საბოლოო ჯამში, “ნაცმოძრაობის” მიერ მიღებული ხმების შედეგს არ ცვლის.
“ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ანასხლეტი, სხვადასხვა დაჯგუფება, რომელთა გაერთიანებით, თუ განცალკევებით, საბოლოო შედეგი, ჯამი არ იცვლება, რაც 2024 წლის 26 ოქტომბერს კვლავაც იქნება გაცხადებული. პარტიებს შორის ასეთ გაერთიანებებს და დაშორებებს ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებით. საბოლოდ, ერთი რაც ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ნებისმიერი ასეთი კონფიგურაცია, საბოლოო ჯამში, კოლექტიური “ნაცმოძის” გაერთიანებისკენ იქნება მიმართული თუ დაშლისკენ, საბოლოოდ, “ნაცმოძრაობის” მიერ მიღებული ხმების შედეგს არ ცვლის. ის რა თქმა უნდა, დაბალ ნიშნულზე იყო და არის, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ