პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით მათიკაშვილი - მალე მთელი საქართველო ერთმანეთს მიულოცავს, რომ ქვეყანას პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აღარ ეყოლება

დავით მათიკაშვილი - მალე მთელი საქართველო ერთმანეთს მიულოცავს, რომ ქვეყანას პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აღარ ეყოლება

ეს ადამიანი ფსევდო დიპლომატია, რომელიც ღირსეულ და გამორჩეულ დიპლომატიურ კორპუსს არა თუ დიპლომატის დღეს არ ულოცავს, არამედ ლანძღავს მათ - ალბათ, მალე მთელი საქართველო ერთმანეთს მიულოცავს, რომ ქვეყანას პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აღარ ეყოლება! , - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
მათიკაშვილმა დიპლომატის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას „ამაზრზენი“ და „სამარცხვინო“ უწოდა.
"როცა სალომე ზურაბიშვილი ახალ მარგალიტს იტყვის, ჩვენ გვგონია, რომ ეს ბოლოა და ამაზე მეტად ფსკერს დაბლა დაშვება არ მოხდება. ცოტა ხნის წინ საკუთარ ქვეყანას ოკუპანტების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დააბრალა და გვეგონა, რომ ამ ზღვარს ქვემოთ კიდევ დაშვება როგორ შეიძლება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მართლები არ ვიყავით. ეს ადამიანი არის ფსევდო დიპლომატი, რომელიც ღირსეულ და გამორჩეულ დიპლომატიურ კორპუსს არათუ დღეს არ ულოცავს, არამედ ლანძღავს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.