ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით მათიკაშვილი - ეს არის ისტორიული საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანისთვის

დავით მათიკაშვილი - ეს არის ისტორიული საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანისთვის

ეს არის ისტორიული საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანისთვის, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველად ტარდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა აზერბაიჯანულ გამოცემა Trend -თან განაცხადა, რომელიც ამ არჩევნებზე სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციაშია.
„ჩვენ წარმოვადგენთ სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას, რომელიც 4 ქვეყანას აერთიანებს, ესენია: აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს. ამ საპარლამენტო არჩევნებს აზერბაიჯანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს ისტორიული არჩევნებია, რადგან საარჩევნო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, 5-6 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და შეიძლება აღინიშნოს, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში.
„ჩვენი ინფორმაციით, არც ერთი სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა მათიკაშვილმა და აღნიშნა, რომ წარმატებას უსურვებს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს და ახალ პარლამენტს, „რომელიც იქნება არჩეული დემოკრატიული პროცესის საფუძველზე“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.