დავით მათიკაშვილი ევრონესტის რეზოლუციაზე – რამდენ ხანს გაძლებს სუბიექტივიზმით გაჯერებული ტყუილებით და კონკრეტული ევროჩინოსნების ნება-სურვილით აწყობილი, გაყალბებული რეზოლუციები, ვნახავთ

[ევრონესტის] რეზოლუცია სრულიად სამარცხვინოა, რომელიც პრინციპში, გაყალბებულია – რამდენ ხანს გაძლებს სუბიექტივიზმით გაჯერებული ტყუილებით და კონკრეტული ევროჩინოსნების ნება-სურვილით აწყობილი, გაყალბებული რეზოლუციები, ვნახავთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ევრონესტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ის სურვილები, რომელიც კონკრეტულ ევროჩინოსნებს გააჩნიათ, ფაქტებს და გარემოებებს საერთოდ სცილდება”.
„[ევრონესტის] რეზოლუცია სრულიად სამარცხვინოა, რომელიც პრინციპში, გაყალბებულია. ეს რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ტენდენციას, რომელიც ევრონესტთან მიმართებით არსებობს. ჯერ აზერბაიჯანმა დატოვა ის, დღეს საქართველო ტივებს და რამდენ ხანს გაძლებს სუბიექტივიზმით გაჯერებული ტყუილებით და კონკრეტული ევროჩინოსნების ნება-სურვილით აწყობილი, გაყალბებული რეზოლუციები, ვნახავთ. ფაქტები აბსოლუტურად სხვა რამეზე მეტყველებენ, მაგრამ ის სურვილები, რომელიც კონკრეტულ ევროჩინოსნებს გააჩნიათ, ფაქტებს და გარემოებებს საერთოდ სცილდება. ტყუილების პროპაგანდირებას მოეშვან – ეს ჩვენს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გამაღრმავებელია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა“.დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა გამოიხატება, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, მთავრობის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ განცხადებით და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ყველა შესაძლო დისიდენტის ხმის ჩახშობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების, ასევე უმცირესობებზე, კერძოდ, ლგბტ+ თემზე თავდასხმა და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა.შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობა არ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება