დავით მათიკაშვილი – გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები აბსურდის ლაბირინთში არიან გახვეული – საინტერესოა, თავად თუ ესმით მათივე მოთხოვნის შინაარსი

როგორც გიორგი გახარია, ასევე, მისი პარტიის წევრები აბსურდის ლაბირინთში არიან გახვეული – საინტერესოა, თავად თუ ესმით მათივე მოთხოვნის შინაარსი, – ასეთია უმრავლესობის დეპუტატის დავით მათიკაშვილის პოზიცია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების ინიციატივის შესახებ.
მათიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის არჩევის წესი და ლეგიტიმაცია იმ ფორმის უნდა იყოს, რა უფლებამოსილებებიც პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკაში გააჩნია.
მისივე თქმით, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენას და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს.
“ყველას მაღალი იურიდიული განათლების დონეს ვერ მოვთხოვთ, თუმცა როცა ძალიან აშკარა და ხელშესახებია მოცემულობა და ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, აქ მაღალი დონის იურიდიული განათლება აუცილებელი არ არის. თვითონაც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ სპეკულაცია და აბსურდია”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ