ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით კოდუა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში დავიბრუნოთ აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში

დავით კოდუა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში დავიბრუნოთ აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე შამგონაში იმყოფებოდა და ადგილობრივებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, დავით კოდუასთან ერთად შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.
„საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონას მცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი. ამ სოფელმა არაერთხელ იგრძნო, რას ნიშნავს ოკუპანტებისგან მომდინარე საფრთხე. აქ ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამ ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისთვის, მათი ოჯახებისა და შვილების უსაფრთხოებისთვის მშვიდობა მთავარი გარანტია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, პირველ რიგში, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში. სწორედ ეს არის თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანიც და ოცნებაც" , - განაცხადა კოდუამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.