ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით კოდუა ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კანონდარღვევის შესაძლო ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

დავით კოდუა ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კანონდარღვევის შესაძლო ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ დელეგატი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, დავით კოდუა ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კანონდარღვევის შესაძლო ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს.
„ესეც მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან!
პირველ ფოტოზე ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, „ძლიერი საქართველოდან“ - დავით ჩქოტუაა, ის მონაწილეობას იღებდა 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში. ასევე ხაზარაძის კოალიციიდან აქციაში მონაწილეობდა ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ერეკლე გუჯეჯიანი (მეორე ფოტო).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია - გამოიკვლიეთ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ეს ფაქტები. აქვე მოვუწოდეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, შეისწავლონ და საკუთარ ანგარიშებში ასახონ ჩვენს მიერ მხილებული საარჩევნო დარღვევები”, - წერს კოდუა და ფოტოებს აქვეყნებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.