დავით კირკიტაძე უმრავლესობას – ხდება, როცა „ჟიგულის“ „რენაუტის“ საჭესა და „ფორდის“ საბურავებს უყენებენ, მაგრამ ის მაინც „ჟიგულია“ – თქვენი კანონიც არის რუსული, როგორი ნაწილებიც არ უნდა მიაყენოთ ამერიკული FARA-დან და საფრანგეთის კანონიდან

ხდება ხოლმე, როცა „ჟიგულის“ „რენაუტის“ საჭესა და „ფორდის“ საბურავებს უყენებენ, მაგრამ ამით მანქანა არ იცვლება და ის მაინც “ჟიგულია“ – თქვენი კანონიც არის რუსული, როგორი ნაწილებიც არ უნდა მიაყენოთ ამერიკულ FARA-დან და საფრანგეთის გამჭვირვალობის კანონიდან, – ასე მიმართა “ქართულ ოცნებას“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ.
როგორც კირკიტაძემ განაცხადა, პარლამენტში წარდგენილ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ამერიკული FARA-სა და საფრანგეთის კანონის მოშველიება არასწორია.
“ამოიღებთ FARA-ს რაღაცა ნაწილს, შემდეგ ფრანგული კანონის რაღაც ნაწილს და გსურთ, თქვენი კანონი ამერიკული და ფრანგული კანონების მსგავს კანონად წარმოგვიდგინოთ. ეს არის “ჟიგული“ – არ არის არც “მერსედესი“ და არც “ფორდი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
პარლამენტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად მიმდინარეობს. ოპოზიცია განხილვის შეჩერებას და პროექტის ჩაგდებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის