არქივი11 მაისი, 2024, 11:51
დავით კეზერაშვილი ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თბილისში ვიზიტისთვის 50 000 დოლარს გადაუხდის – „რეპორტიორი“
„რეპორტიორის“ ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თბილისში ვიზიტისთვის 50 000 დოლარს გადაუხდის.
„ჩვენთვის დადასტურებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ჟიგიმანტას პავილიონისს და ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს 50 000 დოლარს გადაუხდის თბილისში ვიზიტისთვის, ხოლო ის პოლიტიკოსები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც გავლენ, დამატებით 50 000 დოლარს მიიღებენ“, – აღნიშნულია „რეპორტიორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.