არქივი5 დეკემბერი, 2024, 18:36
დავით კეზერაშვილის სახლში პოლიციაა შესული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლში პოლიციაა შესული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება აღნიშნული საგამოძიებო ოპერაცია. სამართალდამცველები არიან როგორც მის სახლში, ასევე კორპუსის სადარბაზოში.
სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე პოლიცია უკვე ერთ საათზე მეტია, რაც მობილიზებულია. ამ დროისთვის სადარბაზოს კარიც ჩაკეტილია და მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს უშვებენ იქ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.