პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
ორბანის კატასტროფულ მარცხზე პირველი რეაქცია საქართველოში იყო უშუალო, ემოციური, და, მე ვიტყოდი, ბუნებრივი: ხელისუფლების მომხრეები დადუმდნენ და გაიტრუნენ, ოპოზიციურად განწყობილები კი ზეიმობდნენ და ხარობდნენ.
მას შემდეგ ორი დღეც არ გასულა და ახლა უკვე ოცნება ზეიმობს, მადიარია თუ მაგიარი, ეგეც ჩვენიანია, აკაცუკებს რა გიხარიათო, ოპოზიციის ფლანგზე კი ერთმანეთს ეჩხუბებიან იმის თაობაზე, არის თუ არა უნგრეთი საქართველო და გამოვა თუ არა აქ ბიძინასთან ის, რაც იქ გამოვიდა ორბანთან.
ჰოდა, აქ როგორ არ დავსვა მარად აქტუალური კითხვა: გვეშველება რამე?




