არქივი19 მაისი, 2026, 12:48
დავით ზურაბიშვილი: ეტყობა იფიქრეს ზედმეტად ცივი და გაუცხოებული იმიჯი აქვს და გავაადამიანურებთო, მაგრამ ვინც არ არის კახაბერი...

დავით ზურაბიშვილი:
ფბ-ს ვათვალიერებდი და...
კომუნისტების დროს ფრიად პოპულარული იყო ვარიაციები თემაზე "ლენინი და ბავშვები". დიდ ბელადს ხშირად გამოსახავდნენ ბავშვებში ჩამჯდარს და მათთან მოსაუბრეს. ჩემი მშობლების თაობაშიც იყო ლოზუნგი: "მადლობა ამხანაგ სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის".
მას მერე კაი დიდი დრო გავიდა და ვინმე გახსოვთ კადრი "შევარდნაძე და ბავშვები?" მე არა.
"მიშა და ბავშვები?" ასევე არა.
ბიძინა და ბავშვებიც კი არ მინახავს.
აი, "კობახიძე და ბავშვები" კი ვნახეთ.
ეტყობა იფიქრეს ზედმეტად ცივი და გაუცხოებული იმიჯი აქვს და გავაადამიანურებთო, მაგრამ ვინც არ არის კახაბერი...
სამაგიეროდ რა მოგონებები წამოიღო გარდასულ დროთა?
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.