დავით ზურაბიშვილი: ახლა, რაზე გამახსენდა ეს ამბავი: ყაველაშვილის გამოსვლას ვუსმინე ცოტა ხანი და არ შეიძლება ასე კაცის გატანჯვა

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან უჭირთ აზრის გამოხატვა გინების და უცენზურო სიტყვა-თქმების გარეშე. თენგიზ კიტოვანი იყო, მაგალითად ასეთი. თუ არ შეიგინებოდა გემრიელად, ისე სულ რამდენიმე სიტყვა იყო მის ლექსიკონში: “მაგენი” , “მთლიანად”, “მუსირებს”, “არგამოვა”, “იმასვიძახი” და სხვა. ყველა არ მახსოვს, მაგრამ ძირითადად ესენი, პლუს ნაცვალსახელები. ატრიალებდა ამ სიტყვებს სხვადასხვა კონტექსტში და სასტიკად წვალობდა.
ახლა, რაზე გამახსენდა ეს ამბავი: ყაველაშვილის გამოსვლას ვუსმინე ცოტა ხანი და არ შეიძლება ასე კაცის გატანჯვა. ამხელა თანამდებობაზე დასვით, ტიპი ქვეყნის მთავარსარდალია ნომინალურად და რატომ აწვალებთ? ხლართავს ამ სიტყვებს, ბორძიკობს და მაინც უჭირს წინადადების აწყობა. მიეცით შეგინების უფლება და ნახავთ როგორ გამოცოცხლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“