ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით ზალკალიანი აშშ-ში ელჩის თანამდებობას ტოვებს

დავით ზალკალიანი აშშ-ში ელჩის თანამდებობას ტოვებს

ნეტგაზეთის ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს. ელჩს ეს ინფორმაცია თავად ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ნეტგაზეთს ამის შესახებ სანდო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან აქვს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის 4 წლით შეჩერების შესახებ და შეაჩერა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა.
ზალკალიანი აშშ-ში ელჩად 2022 წლიდან მუშაობს. ის მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე თანამდებობები დატოვეს ლიეტუვასა და ბულგარეთში საქართველოს ელჩებმა, ასევე იტალიაში ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. 200-მდე დიპლომატი კი საჯარო განცხადებით გაემიჯნა ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.