ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით გაბაიძე - არჩევანი გავაკეთე იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებს ქვეყნის განვითარებას და დაიცავს ამ ქვეყანაში მშვიდობას

დავით გაბაიძე - არჩევანი გავაკეთე იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებს ქვეყნის განვითარებას და დაიცავს ამ ქვეყანაში მშვიდობას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, ქალაქ ბათუმის მერვე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა, სადაც იგი მეუღლესთან ერთად მივიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
„არჩევანი გავაკეთე იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებს ქვეყნის განვითარებას და დაიცავს ამ ქვეყანაში მშვიდობას“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ერთგვარი ტესტი, რომელსაც, მისი თქმით, სახელმწიფო და საზოგადოება ღირსეულად ჩააბარებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.