დავით ბერძენიშვილი: კობახიძის იმედად, ალბათ, არ დატოვებს ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ ძალას

რამდენადაც მე ვიცი, სამნიშნა იქნება საკრებულოს წევრების რაოდენობა, რომელიც მელიასთან აღმოჩნდება. ამ ვითარებაში გასაგებია ს ზრუნვა 5 ნომრის რღვევის შესაჩერებლად , – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნის შესახებ.
ს განცხადებით, ეს ინიციატივა 5 ნომრის ფარგლებს გარეთ არ გადის და არავის მიუღია სერიოზულად.
გადაცემა „360 გრადუსში“ დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ „არანაცურ“ ოპოზიციას სამომავლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა მოუწევს.
„სამომავლოდ „არანაცურ” ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მოუწევს, ისევე, როგორც გახარიასთან მოუწევს თანამშრომლობა. ახალი წელი მოდის, 19 იანვრამდე სულ ქეიფი იქნება საქართველოში და ახალ პოლიტიკურ სეზონს, საგაზაფხულო სესიას, იმედი მაქვს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი შეხვდება უფრო მობილიზებული. მე ვვარაუდობ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზაფხულზე იქნება მცდელობები სხვადასხვა პრეტენზიული, პატარა თუ საშუალო პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ უკეთესი სასტარტო პირობებით შეხვდეს სამომავლო კონფიგურაციის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება იმას, დაბრუნდება თუ არა ექსპრემიერი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ გასაძლიერებლად, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართვა პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვან როლს ვერ ითამაშებს.
„არც ღარიბაშვილი და არც ნამდვილად არ არიან მაღალრეიტინგული ფიგურები და შეუძლებელია მათ ეს არ იცოდნენ. მთავარი მოლაპარაკე თავი რომ კობახიძეა მათთვის, კობახიძის იმედად ალბათ არ დატოვებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ ძალას. მეტსაც გეტყვით, იმდენად გაცვეთილია ბიძინა ივანიშვილი, რომ არც ის მგონია, აქტიურად ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება პოლიტიკაში, ამან რაიმე მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, – განაცხადა დავით ბერძნიშვილმა.