დავით არახამიას განცხადებით, მთავარი, რასაც უკრაინისგან ითხოვდა, სამხედრო ნეიტრალიტეტი და NATO-ზე უარის თქმა იყო

ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის – „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსეთი კიევს, NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაცვლად, მშვიდობას ჰპირდებოდა, თუმცა უკრაინამ სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი თქვა.
“[უკრაინის] ნეიტრალიტეტი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ისინი მზად იყვნენ ომის დასასრულებლად, თუ ჩვენ, ფინეთის მსგავსად, ნეიტრალიტეტზე დავთანხმდებოდით და ავიღებდით ვალდებულებას, რომ ალიანსში არ გავწევრიანდებოდით. სინამდვილეში, ეს იყო მთავარი”, – ამბობს არახამია.
მისივე თქმით, მზად იყო მოსკოვის ამ პირობის შესასრულებლად, მაგრამ სჭირდებოდა დასავლეთის გარანტიები, რომ, ამ პირობაზე დათანხმების სანაცვლოდ, რუსეთი თავს აღარ დაესხმებოდა. არახამია ამბობს, რომ, დასავლეთისგან გარანტიების მიღების ნაცვლად, გაერთიანებული სამეფოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა და თქვა, რომ, ომის თავიდან ასარიდებლად, არანაირი ხელშეკრულების დადებას არ აპირებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას