არქივი25 ივნისი, 2024, 13:37
დავითულიანი ივანიშვილზე: არსებითი სხვაობაა ქვეყნის გადაფარებასა და მძევლად აყვანას შორის
არსებითი სხვაობაა საკუთარი ქვეყნის გადაფარებასა და საკუთარი ქვეყნის მძევლად აყვანას შორის. ამ სხვაობას ან ბრმა ხარ და ვერ ხედავ, ან, უბრალოდ, არ გაწყობს და იმიტომ ვერ ხედავ.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა დავითულიანმა. დავითულიანს შეკითხვა დაუსვეს აშშ-ს პოლიტიკური საკითხების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილის და საქართველოში ყოფილი ელჩის, ჯონ ბასის განცხადებასთან დაკავშირებით. ბასის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.