არქივი13 აპრილი, 2024, 18:10
დავითაშვილმა ისევ გაიტანა - ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა თავი [VIDEO]
ლიგა 2-ის 32-ე ტურში „ბორდო“ პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე „ბასტიასთან“ 1:3 მარცხდება.
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, კორსიკელებმა კი პირველ ტაიმში სამი კონტრიერიში განახორციელეს და სამი გოლი გაიტანეს. 44-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში შეამცირა.
დავითაშვილმა ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 31 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
ზურიკო ჩინებულ ფორმაშია და"ბორდოს" ნამდვილი ლიდერია - ჟირონდელებმა ურთულესი მატჩი მოიგეს
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.