არქივი20 იანვარი, 2024, 21:39
დავითაშვილი დაბრუნდა და ლიგა 1-ის მეორეადგილოსანთან საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში „ბორდო“ საკუთარ მოედანზე ლიგა 1-ის მეორეადგილოსან „ნიცასთან“ 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:3 იყო და მისი პასით ვაისბეკმა სხვაობა შეამცირა.
შემდეგ შეხვედრას ჟირონდული გუნდი ჩემპიონტზე 23 იანვარს სახლში „ვალანსიენთან“ ჩაატარებს.
ბორდო - ნიცა 2:3
გოლები: 0:1 გესანი (35), 0:2 სანსონი (47, პენ), 1:2 ლივოლანი (59), 1:3 სანსონი (60), 2:3 ვაისბეკი (76)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.