არქივი18 დეკემბერი, 2023, 08:54
დავითაშვილი: ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია
· 71
·
·
თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმენაირი ფორმით დღეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია [რუსეთთან], როგორც იყო გავრცელებული საზოგადოებაში არასწორად ინფორმაცია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის.
საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია - თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, მე გეუბნებით, რომ დიახ, რუსეთი მტერია, ოკუპანტია, დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არავითარ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.