ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავითაშვილი: აშშ-ში ელჩი უახლოეს ხანებში გვეყოლება

დავითაშვილი: აშშ-ში ელჩი უახლოეს ხანებში გვეყოლება

ქართული ოცნების ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი "უახლოეს ხანებში ეყოლება. მან ამის შესახებ პროპაგანდისტულ, სამთავრობო იმედის ეთერში ისაუბრა.
"ეს საკითხი პროცედურების შესაბამისად გადაწყდება და უახლოეს ხანებში, ჩვენ გვეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, რაც რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს", - თქვა დავითაშვილმა.
2024 წლის 30 ნოემბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის მიზეზად კი ქართული ოცნების გადაწყვეტილება დასახელდა, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
ამას მოჰყვა აშშ-ში ელჩის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.