არქივი5 ოქტომბერი, 2024, 21:56
დავითაშვილის გოლები ნაკრებშიც გვინდა - როგორი შეფასებები მიიღო ზურიკომ?

ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „ოსერი“ ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიკით 3:1 დაამარცხა.
სამ გატანილ გოლს რომ სულაც თავი დავანებოთ, დავითაშვილი უბრალოდ შესანიშნავი იყო, დაფრინავდა მოედანზე და რა გასაკვირია, რომ ანალიტიკური საიტებისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 10.0, sofascore 9.3, flashscore 9.1.
ერთი სიტყვით, ზურიკო საქართველოს ნაკრებში ჩინებული განწყობით ჩამოვა და მის გოლებს ეროვნულ გუნდში ველოდებით.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.