ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავიდე ანჩელოტი პირველად მთავარი მწვრთნელის რანგში? - "რეალის" დამრიგებლის ძმას ლიგა 1-ში იწვევენ

RMC Sport-ის ინფორმაციით, ლიგა 1-ის ბინადარ "რეიმსის" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი კარლო ანჩელოტის ძმა დავიდეა, რომელიც ამჟამად "რეალში" სწორედ თავისი ძმის ასისტენტია.
ფრანგული გუნდი გეგმავს, რომ დავიდეს ოფიციალური შეთავაზება ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაუკეთოს.
ანჩელოტის გარდა, "რეიმსს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს და ეს "ლე ავრის" მენეჯერი ლუკა ელსნერია. თუ იტალიელ სპეციალისტსა და ლიგა 1-ის ბინადარ გუნდს შორის მოლაპარაკება შედგა, ეს დავიდე ანჩელოტისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი საქმიანობა იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.