პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი" | "ლელომ" თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა, თავმჯდომარე საბა ბუაძე იქნება

"ლელო" თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა. "დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი"- ეს ორგანიზაციის მთავარი პროგრამული გზავნილი იქნება. ორგანიზაციის თავმჯდომარედ 800-მდე დელეგატმა არჩევნების გზით, საბა ბუაძე აირჩია.
ამით "ლელომ" წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყო. ორგანიზაციის წევრები დედაქალაქში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ. თავმჯდომარის გარდა, არჩეულია, ორგანიზაციის 12 წევრი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.