ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებამდე – ირაკლი კობახიძე

დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, და პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება.
„დავასრულეთ ჩვენი ვიზიტი, დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა. საინტერესო სამიტი იყო, გვქონდა შეხვედრების საშუალება. გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საუბრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება, ეკონომიკური კავშირების განვითარება. ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.