„დავასანქცირებთ მათ, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში“ – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი ამბობს, რომ კანადა შეუერთება ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
„კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. შეშფოთებულნი ვართ იმითი, რასაც აკეთებს საქართველოში რუსეთი. დავასანქცირებთ პირებსა და ბიზნესებს, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში. ამ თემაზე ჩემგან ამ დღეებში უფრო მეტს მოისმენთ“, – თქვა მან ბალტის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “