ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავაკავეთ კაცი, რომელმაც ქალს ინტიმური შინაარსის ინფორმაცია გაუვრცელა – საგამოძიებო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა თურქეთის მოქალაქე კაცი, რომელსაც სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა ედება ბრალად.
უწყების ცნობით, მან უკანონოდ მოიპოვა პარტნიორი ქალის სქესობრივი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. მას შემდეგ, რაც ქალმა ურთიერთობის შეწყვეტა მოინდომა, კაცი ფარულად მოპოვებული მასალების გასაჯაროებით აშანტაჟებდა. უარის მიღების შემდეგ, შურისძიების მიზნით, კაცმა ქალის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში ატვირთა და მის ნაცნობებსა და მეგობრებში გაავრცელა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა კაცმა, დაზარალებული ქალისა და მისი ოჯახის წევრების სახელით შექმნა ანგარიშები სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ამ ყალბ ანგარიშებზე ის სისტემატურად ათავსებდა ქალის ინტიმური ცხოვრების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. ასევე, უცნობ პირებს დაზარალებული ქალის სახელით სწერდა და მის საკონტაქტო ინფორმაციას უზიარებდა., რის შედეგადაც, ქალს მუდმივად უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი მამაკაცები.
“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, კონფიდენციალურობის სრული დაცვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ჩხრეკა ჩატარდა დანაშაულში მხილებული თურქეთის მოქალაქის სასტუმროს ნომერში, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა, მათ შორის, მის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა იმ სოციალური ქსელის მისამართები, რომელთა გამოყენებითაც დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალის გავრცელება ხდებოდა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებული კაცი 45 წლიასა. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, რა 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.