დავაკავეთ კაცი, რომელმაც გორის რაიონ სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა – შსს
კაცი, რომელმაც გორის რაიონ სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა, შსს-მ დააკავა.
როგორც ვეტერინარულ კლინიკაში ამბობენ, ცხოველს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით აქვს მიყენებული, თუმცა ამ დროისთვის დაჭრილი ძაღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"სოფელ რეხადან შემოიყვანეს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა კისრის არეში [...] დიდი ალბათობით გადარჩება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა არ არის ყოველ შემთვევაში". - ამბობს ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელი ტვ მონიტორინგთან საუბრისას.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.