ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში

დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლებასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, Miami Ad School Madrid-ში სწავლით დაინტერესებულ პირებისთვის, საქართველოს ბანკი 3 ივნისს, 17:00 საათზე ონლაინ ვებინარს მართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://go.bog.ge/4oc1A1H

შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ბანკის და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის შესახებ.

ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  • როგორ მოიპოვონ სრული დაფინანსება მადრიდში სასწავლებლად;
  • რა მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი Miami Ad School Madrid-ში;
  • რას მოიცავს სტიპენდია;
  • როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი და რა შესაძლებლობებს ქმნის პროგრამა სტუდენტებისთვის.

შეხვედრა ინგლისურ ენაზე გაიმართება, სპიკერი კი Miami Ad School Madrid-ის პროგრამის კოორდინატორი, პაულა კაბანილასი იქნება, რომელსაც მონაწილეები პირდაპირ დაუსვამენ კითხვებს პროგრამისა და სწავლის პროცესის შესახებ.

ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ Miami Ad School Madrid-ში 1-წლიან პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით და გადადგან პირველი ნაბიჯები საერთაშორისო შემოქმედებით ინდუსტრიაში.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 8 ივნისს დასრულდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.