პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

ცოდნე დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა.
სკოლის მოსწავლეები და მშობლები მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფას ითხოვენ.
ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა აქციიდან ვიდეო, რომელში ჩანს, რომ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები დგანან, მანქანა შედის და "დრიფტაობს".
როგორც ცნობილია, მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები აპროტესტებენ ონლაინ სწავლებას და ითხოვენ, განათლების სამინისტრომ მეათე სკოლას ალტერნატიული ფართი გამოუყოს, ასევე, აშენდეს ახალი სკოლა. მშობლების ინფორმაციით, შენობა ავარიულია, ონლაინ სწავლება კი მათი შვილების „დაღუპვას“ ნიშნავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.