დადიანების სასახლის ეზოში 2007 წელს გასხვისებული მიწა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა

დადიანების სასახლის ეზოში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2007 წელს გაყიდული 995 კვადრატული მეტრი მიწა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.
ზუგდიდის მერიასა და შპს „ლაზეთი გრუპს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მეპატრონის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის სოციალურ-კულტურული ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, ყოფილი ამფითეატრი კვლავ ქალაქის საკუთრებაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში აღნიშნული ტერიტორია 2007 წელს, ამავე პარტიასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, მოგვიანებით კი პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ქარდავამ შეიძინა. შემდგომში ქარდავამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გია უბირიაზე გაასხვისა, უბირიასგან კი აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2020 წელს 20 მარტს შპს „ლაზეთი გრუპმა“ შეიძინა.
„ქალაქის შუაგულში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დადიანების ისტორიულ ეზოში გასხვისებული მიწა კვლავ დაუბრუნდა ქალაქს. ჩვენ მერიასთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ამ ტერიტორიაზე მოეწყოს სოციალურ-კულტურული დატვირთვის სივრცე. მიღებული შეთანხმებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მინდა მადლობა გადავუხადო, ცენტრალურ ხელისუფლებას და ყველა იმ პირს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“ – აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია ქალაქისთვის დაბრუნებულ მიწის ტერიტორიაზე სოციალურ-კულტურული ობიექტის მოწყობას გეგმავენ. პროექტზე მუშაობის პროცესში შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც