დადგენილია უკრაინასთან ომში რუსეთიდან დაღუპული 122 883 პირის ვინაობა

ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსული სამსახური და დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა“ მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად განაგრძობენ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის მხრიდან დაღუპულთა ვინაობის დადგენას.
საუბარია მათზე, ვისი სახელები და გვარები ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობების, მათ შორის ნეკროლოგების და სამხედროთა საფლავების კვლევის საფუძველზე.
დღეს, 8 აგვისტოს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, ომში მოკლულთა რიცხვი 122 883-ია. მათ 53%-ს შეადგენენ მოხალისეები, მობილიზაციის შედეგად გაწვეულები და საომრად კოლონიებიდან გაშვებული პატიმრები, რომლებსაც უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის არმიასთან კავშირი არ ჰქონდათ.
ამავე კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაღუპულია რუსეთის არმიის 5540 ოფიცერი, მათ შორის 12 გენერალი. დაღუპული უმცროსი ოფიცრების რიცხვი 4074-ია.
უკრაინასთან ომში რუსეთის რეალური დანაკარგები გაცილებით მეტია. როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, სამხედრო საკითხთა სპეციალისტების შეფასებით, საჯარო წყაროებით დადგენილი მონაცემები დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45%-დან 65%-მდეა.
თავის დანაკარგებს ოფიციალურად არ ასაჯაროებს. ამას იშვიათად აკეთებს .
2025 წლის თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა 45 100 და დაიჭრა დაახლოებით 390 000 უკრაინელი მებრძოლი, რაც თითქმის რვაჯერ ნაკლებია რუსეთის არმიის დანაკარგზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია