ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საფასური საქართველოში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრისთვის“ - მარგუს ცაჰკნა

„დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საფასური საქართველოში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრისთვის“ - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას.
„დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საფასური საქართველოში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრისთვის. ესტონეთმა სანქციები დააწესა მასზე და კიდევ 27 პირზე, ლეგიტიმური პროტესტების ჩახშობით ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იმავე გზას მიჰყვებიან“, – წერს მარგუს ცაჰკნა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.