დადასტურდა, რომ კეზერაშვილმა ომის დროს ბრილიანტები შეიძინა – გურამ მაჭარაშვილი

დადასტურდა, რომ კეზერაშვილმა ომის დროს ბრილიანტები შეიძინა – გურამ მაჭარაშვილი
დავით კეზერაშვილს ყველა „სიკეთესთან“ ერთად დაუდგინდა, რომ ომის დროს ბრილიანტები აქვს შეძენილი, ეს დოკუმენტურად დადასტურდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებს უნდოდათ, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში მედიამენეჯერად გაესაღებინათ.
„ჯარი ხომ გაძარცვა, ევროპელი პენსიონერები გაძარცვა, ბრილიანტები შეუძენია და თურმე, მედიამენეჯერი გამხდარა. ევროპარლამენტარებს უნდოდათ, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში მედიამენეჯერად და დემოკრატად გაესაღებინათ. ქართველ ხალხს უნდა ვუთხრათ, როგორ უნდათ ევროპარლამენტარებს, ქართული ჯარის ბიუჯეტის ბრილიანტების შემძენი მედია მენეჯერად გაასაღონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ