"დაგვპირდნენ, რომ სამშაბათს გადაწყდება ყველაფერიო" | ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვის მე-4 დღე
გაფიცვის მეოთხე დღე ჭიათურაში - 13 მაღარო სრულად გაჩერებულია, 1700 დასაქმებული კი გაფიცული. დასაქმებულები ისევ ღირსეულ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს მოითხოვენ და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. მაღაროელების თქმით, დამსაქმებელმა სამშაბათამდე დრო ითხოვა:
"მეოთხე დღეა დღეს, რაც პროტესტს ვაცხადებთ დარკვეთის მაღაროდან. დაგვპირდნენ, რომ სამშაბათს გადაწყდება ყველაფერიო. ველოდებით სამშაბათ დღეს და შესაბამისად ვიმოქმედებთ" - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული, ბერიკა ხვედელიძე.
სოფელ დარკვეთის მაღაროელები 12 საათიანი სამუშაო რეჟიმის შემოღებასა და ხელფასის მომატებას ითხოვენ. დაქირავებულების დამსაქმებელ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებთან გუშინდელი 4 საათიანი შეხვედრა კი უშედეგო აღმოჩნდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.