არქივი18 სექტემბერი, 2024, 14:56
დაბრუნება სამშობლოში - რაბიო კარიერას "მარსელში" განაგრძობს
ლიგა 1-ის ბინადარმა "მარსელმა" გვაუწყა, რომ 29 წლის ფრანგი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო დაიმატა, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლდათ. მხარებმა ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.
რაბიო ბოლო 5 წელი ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა, იქამდე კი სამშობლოში პსჟ-სა და "ტულუზში" ბურთაობდა.
მას ლიგა 1 კარიერის განმავლობაში ხუთჯერ მოუგია. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად რაბიომ 2020/21 წლების ერთა ლიგა მოიგო.
· შინი.GE
· მარაო
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.