ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია!

დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია!

ავსტრიის გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. მოგეხსენებათ, გურამი ოლიმპიადაზე ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო, ძიუდოდან 6 თვით დისკვალიფიცირებული იყო, მან ტურნირის ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.
ასევე მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, სადაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი 21 წლის გიორგი ჯაბნიაშვილს უნდა შეხვედროდა, თუმცა ტატო ტრავმის გამო ტურნირს ჩაეხსნა და
ოქროს მედალიც ჯაბნიაშვილს დარჩა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.