დაბა ჩოხატაურში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა, რომელიც 2-დან 18 წლამდე ბავშვებს და მოზარდებს მოემსახურება

დაბა ჩოხატაურში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა, რომელიც 2-დან 18 წლამდე ბავშვებს და მოზარდებს მოემსახურება
ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ინიციატივით და ჩოხატაურის მერიის მხარდაჭერით, დაბა ჩოხატაურში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „ Play With Us / გვეთამაშე“ გაიხსნა, რომელიც 2-დან 18 წლამდე ბავშვებს და მოზარდებს მოემსახურება.
ახალი ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით; აქ შესაძლებელია სხვადასხვა სერვისის მიღება, მათ შორის: ფსიქოლოგის კონსულტაცია, ქცევის თერაპია, აკადემიური თერაპია, მეტყველების თერაპია და ფსიქოთერაპია. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გახსნას ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ დამფუძნებელი ნათია ლალიაშვილი, ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Previous: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს ხუთივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებებზე, ჯამში 70 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო